ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს
10-09-2018
ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს
მოვითხოვ ხელისუფლების გადაგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი ხელისუფლების შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზეხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ იწყებს შიმშილობას და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულედება. სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებს არ აფარებს ხელს, ვინაიდან მკვლელი თავად ხელისუფლებაა.

"გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა. ხელისუფლება ჩემი შვილის მკველებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად
არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის
მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის შვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისი ორგანოები ახლა ცდილობენ მასაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დააბრალონ.

"მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი აქ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით