"ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ... კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა!"
"ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ... კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა!"
"სამართლიანობისთვის ბრძოლის პოლიტიკური ნება "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით არ აღმოაჩნდა"

მთავარ პროკურატურაში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია დაანონსდა. მოგეხსენებათ „ხორავას“ საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები მთავარი პროკურორობიდან ირაკლი შოთაძის წასვლის მიზეზი გახდა. ახალ პროკურორად კი შალვა თადუმაძე შირჩა. მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ისმის კითხვა, შეძლებს კი დაანონსებული ცვლილებები ამ სფეროში შექმნილი ვითარების შეცვლას? უსამართლობის განცდა, შერჩევითი მართლმსაჯულება კვლავაც უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში...

გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:
- გეთანხმებით, რომ ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, თუმცა
მე ამას მხოლოდ პროკურატურის კონტექსტში არ განვიხილავდი. პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა არის სამი ვეშაპი, რომლებზეც უნდა იდგეს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და რაც ჩვენთან ასე შერყეულია. შესაბამისად, სამივეს ერთდროულად, ერთი სტილით დარეგულირების გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით სავალალოა ვითარება სასამართლო სისტემაში, რომლის ტვირთსაც უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო და თანამდებობიდან გაიქცა...

სამართალდამცველებისადმი ქვეყანაში სრული უნდობლობა ყალიბდება, რასაც თვითონვე უწყობენ ხელს. გავიხსენოთ, ანალოგიური პრობლემა დიდი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა, როცა მაფია გამეფდა ყველგან, ყველა სტრუქტურაში, თუმცა დიდი ბრძოლით ამის დაძლევა მოხერხდა და დღეს იქ თავში აზრად არავის მოუვა, მოსამართლის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს. ვფიქრობ, ამ ქვეყნის გამოცდილება საგულისხმოა.

რამაზ საყვარელიძერუზველტს მოუწია ამ პროცესის წარმართვამ სიმართლისმოყვარე ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ მთავარი იყო, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება, საზოგადოებამ კი ეს დაინახა, ირწმუნა, რომ ეს ადამიანები მართლაც სიმართლისთვის იბრძოდნენ და მათ მხარეს დადგა. ეს პოლიტიკური ნება ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა, ამიტომაც საზოგადოებას მის მიმართ ნდობა ნელ-ნელა უქრება.
იუსტიციის საბჭოსადმი, რომელმაც უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, საზოგადოებას ნდობის ნატამალი არ გააჩნია. ეს არის სავალალო ვითარება. მთელი მართლმსაჯულების სისტემა, მისი გადაწყვეტილებები მუდმივად საეჭვოა, რაც უპირველესად ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზარალებს.

- არსებობს მოსაზრება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლოს გაკონტროლებით "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ აკონტროლებს კი მმართველი ძალა იმ მახინჯ სისტემას, რომელიც, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებშია ჩაბუდებული?
- ან სჭირდება კი "ქართულ ოცნებას" ძალაუფლებაზე ზრუნვისთვის მეტისმეტი ძალისხმევა? ის თუ არა, მაშ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში? "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის კვლავაც მიუღებელია?!

ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომაც ყველა არჩევნების წინ გამუდმებით ასე სვამდნენ საკითხს: ჩვენ თუ არ დაგვიჭერთ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს! ამ არჩევნებში ეს ჯერ არ დასჭირვებიათ, თუმცა თუ დასჭირდათ, კვლავ დაიწყებენ ამ საკითხზე აპელირებას. მოკლედ, როდესაც შენი ალტერნატივა არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა ისე არ უნდათ ქვეყანაში, რომ ამომრჩეველი მზად არის, ორივე ხელით მოგცეს ხმა, რატომ გვგონია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ?

მაგრამ თუ გამოჩნდა რეალური მესამე ძალა, რომლის კონტურებიც კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, მაშინ მართლაც შეექმნება პრობლემა "ქართულ ოცნებას", რომელსაც მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ მისი ამომრჩევლის უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა", თავისი განაყოფით, არ დაენახვება თვალით.

საიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს მესამე ძალა - ახალი ოპოზიცია? ისევ და ისევ "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება ამ პარტიის გამაერთიანებლად...

- ჩვენი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა. მართალია, ითქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლით არის განპირობებული, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი დანაშაული ხდება...
- რადგან აღიარეს პრობლემა და გამოაქვეყნეს სტატისტიკა, იმედი მაქვს, ღონისძიებებსაც გაატარებენ, მაგრამ არ ველი, რომ მაინცდამაინც ჭკვიანურ ნაბიჯებს გადადგამენ.

ამ პრობლემაზე დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, მაგრამ არა მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის ჩინოსნის განცხადებით, არამედ უნდა დაუკვეთოს გამოკვლევები სპეციალისტებს, რომლებიც გაარკვევენ, რით არის ეს გამოწვეული. თუ ასეთი გამოკვლევები არ იქნება, სწორი დიაგნოზი თუ არ დაისმება, ჭირის მკურნალობა ძალიან გაჭირდება. როგორც მედიცინაში, აქაც დიაგნოსტიკა უფრო რთულია, ვიდრე რეპრესიული ღონისძიებების გატარება.

არ ხდება ეს მხოლოდ საქართველოში, ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ. სულ ახლახან იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს საქართველოს მოქალაქეებმა! კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა! სააკაშვილის დროს ტარდებოდა გაცილებით მძიმე რეპრესიული ღონისძიებები და დანაშაულმაც იკლო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კრიმინალური აზროვნება არ გამქრალა! ოდნავ ლიბერალური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და დანაშაული ისევ ყვავის.

ხომ გახსოვთ, სააკაშვილის დროს ქურდებზე გამოცხადდა ნადირობა. ამის შემდეგ წავიდნენ უცხოეთში და ქვეყანას არანაკლები ზიანი მიაყენეს. ისინი, უცხოეთში დანაშაულის ჩადენასთან ერთად, საქართველოსაც ჰპარავენ იმიჯსა და რეიტინგს!

რატომ სჩადის ქართველი დანაშაულს?
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი ეთნო-ფსიქოლოგიური პრობლემებია.
არის საქართველოში რეგიონი, სადაც ცხენის მოპარვა სირცხვილად კი არა, ვაჟკაცობად მიიჩნეოდა! დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ქურდი საგინებელი სიტყვა სულაც არ იყო და ქურდთან ძმაკაცობით თავსაც იწონებდნენ!

უფრო ღრმა ანალიზია საჭირო - რომელი ტრადიცია საიდან მოდის, როგორ ტრანსფორმირდება ეს ტრადიცია დღევანდელობაში, როგორ ილექება ადამიანის ცნობიერებაში... ზედაპირული შთაბეჭდილებებით ან მხოლოდ დაშინებით ეს პრობლემა არ მოგვარდება.


ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (6)
მედეა
13 სექტემბერი 2018 18:16
სიმართლევ-სიმართლეს არ ამბობ. გძულს ივანიშვილი და გიყვარს სააკაშვილი, რომლის მხედართმთავრობით ამდენი ლტოლვილი და დაკარგული ტერიტორიები გვაქვს. როგორ შეგიძლია ასეთი მიუტევებელი დანაშაულის ჩამდენ ხელისუფალს სიყვარული და აღფრთოვანება შეაგებო---საცოდაობაა ეს შენი თაყვანცემა.განათლება სულაც არ ქონდა ჩვენს ნაცარქექიებს, მაგრამ დევებს ამარცხებდნენ.ბატონი რამაზი დაკვირვებულად აკეთებს ანალიზს, სწორს ამბობს მესამე ძალაზე, მაგრამ "ოცნებიდან დაბადებული ალბათ, არ გამოგვადგება. არცერთმა პარტიის შიგნიდან გამოყოფილმა ახალმა ძალამ არ გაამართლა, ზვიადიდან მოყოლებულმა--ახალახალი მზარდი უბედურებები დაგვატეხა თავს. ვოცნებობ საზღვარგარეთ წასული ნიჭიერი ახალგაზრდებისგან ჩამოყალიბდეს მეცნიერულ დონეზე პროფესიონალთა მძლავრი ერთობა, რომელიც გაბედულად ჩაუდგება სათავეში სახელმწიფოს და გაატარებს ფუნდამენტალურ რეფორმებს ყველა დარგში-განათლებიდან დაწყებული დასუფთავებით დამთავრებული. ისე რომ კადრების შერჩევა უნარ ჩვევებზე იყოს დამყარებული და არა ნეპოტიზმზე. წარმატებულ, გონებაგახსნილ, თამამ, მცოდნე და ნიჭიერს გზა უნდა გაეხსნას სამხედრო საქმე ნიჭიერ სარდალს უნდა ებაროს, უნდა დაწინაურდეს უნარიანი პროფესიონალები, მეცნიერებს უნდა დაეკითხონ, გამოასწორონ ჩადენილი შეცდომები და სხვა მრავალი. მალე მომასწარი ღმერთო, აღორძინებულ საქართველოს
simartle
13 სექტემბერი 2018 11:53
qutaisel-s
რაც უფრო დიდ თანხას დაასახელებ,უფრო დამაჯერებელი გგონიათ?თუ გაატანა დაიჭირეთ მერე,დაუმტკიცეთ.ნინიას ბაღი ხომ არ არის,როგორც ქოცებს გიყვართ.მილიარდი,5 მილიარდი,20 მილიარდი......ჯერ იმას მიცედეთ რომ მსოფლიოს ყველა რჯულის აფერისტები შემოიგროვეთ საქართველოში ამ ბოლო 5-6 წელიწადში.ბიძინიას რაც ნაღდი ფული არ უნახავს ცხოვრებაში,ეხლა დაიქყო კეთება.(ის ენიებული მისი ქონება 7 მილიარდად რომ აფასებთ,კარგად იცით რომ მისი ხაზეინის -ვოვაიას-მაყითია და მისი თანხმობის გარეშე კაპიკსაც ვერ მოიხმარს).
მოკლედ,საუბარი არა კეზერაშვილის თუ ჩხაიძის ფულებზეა,საუბარი მიდიოდა ქურდულ მენტალიტეტზე,რომლის ტალღაზეც მობრძანდა ქოცების ფულზე ახურუშებული ბანდა.ენერგეტიკა 9იმის საფასურად,რომ ბიძინას კაპიკი არ გადაახდეინონ ბლოკჩეინების ბიზნესიდან) მთლიანად ჩააბარეს ქურდების აბშჩიაკის საქართველოში მაყურებელს კალაძეს,ხოდა სხვადასხვაგვარი ოFშორებიდან ვითომცდა ინვესტიციების სახით ფული თეთრდება და იბანდება ახალი ჰესების მშენებლობაში.ტარიფებსაც "მოუწესრიგებენ" კალაშოვის ხალხს და საქმეც გაიჩარხება.
რაც შეეხება განათლებას-ხომ გყავთ მამარჩენალი,რომლის განათლების დონე ალბათ საშუალო სკოლის მე-5 კლასის მოწაფის დონეს ვერ სცდება,ხომ მოგწონთ და გიყვართ,აბა სხვის დონე როგორ უნდა შეაფასოთ ?
ღმერთმა სულ სიკეთეში მოგახმაროთ ბიძინიაც,ბესელიაც,კალაძეც და მარიხუანის ექსპორტიც.რაზეც ოცნებობდით ის გაგაჩნიათ.
12 სექტემბერი 2018 13:07
Qartvelebio rom ambobt arian ki egeni qartvelebi?
Daasaxelet tundac erti “ganabi” romelic evropasa da amerikashi qartuli pasportit mogzaurobs. Mati didi umetesoba rusetis moqalaqe anu rusia, evropasa da amerikashi erovneba pirovnebis sapasporto chanacerit fiqsirdeba. Martalia egeni etnikuri qartvelebi arian magram iuridiulad rusebad moiazrebian.
Ase rom eg chveni tavis tkivili sulac ar gaxlavt.
Dgesdgeobit aravis ukvirs shavkaniani an mongoloidi germanelis, frangis an britanelis naxva agarafers vambob amerikelsa da avstralielze da a.sh.
qutaiseli
11 სექტემბერი 2018 21:50
განათლებულმა სააკაშვილმა ერთი მილიარდი მარტო განათლებულ კეზერას გაატანა ქვეყნიდან რაც შეეხება კრიმინალს სასაცილოა უბრალოდ ქართულ კრმინალურ მენტალობაზე საუბარი როცა იტალიელები ამაყობენ კოზა ნოსტრათი ხოლო ამერიკელები წამლის და იარაღის მაფიით. ამის გარდა ზოგადად პოლიტიკური მაფიაც მძლავრია დღეს მსოფლიოში და ადამიანების გატაცება და მკვლელობა ყოველსამ წუთში ხდება ისე ამ,უახლოეს პერიოდში საგრძნობლად მომრავლდა ერში ჭკუის დამრიგებლები და ერის მლანძღველები მემათ თანამედროვე ნაცარქექიებს ვუწოდებ. .დდ ადამიანები რომლებიც ღირებულს არაფერს ქმნიან და ვინც ოჯახებს და ქვეყანას ინახავს მათი ლანძღვით ირთობენ კლავიატურასთან თავს.
Salva
11 სექტემბერი 2018 20:54
სიმართლეს- სააკაშვილი რაში იყო განათლებული -საქართველოს ისტორიაში (ან თუნდაც მსოფლიო ისტორიაში) თუ ქართულ კულტურაში? ნახეთ მაგის გამოსვლები და ერთ ნორმალურ წინანადებას თუ ამოიკითხავთ. რაში იყო ერუდირებული-ალბათ ქალების შეფასებაში. "ერთმორწმუნე ძმები გვეუბნება"-ეს მთლად აბსურდული თეზისი გაქვთ, "ერთმორწმუნე ძმების "გახსნილია ამდენი კაზინო და რესტორანი? "ერთმორწმუნე ძმებმა" მისცა 10,000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა?
simartle
11 სექტემბერი 2018 14:33
ბატონი რამაზი ერთ საკითხშია მართალი,მხოლოდ რეპრესიით კრიმინალი არ გაქრება,მაგრამ დღეს დიაგნოზის დასმაც ხომ უფრო ადვილი გახდა.მთავარი არის ის რომ დღეს ქვეყანას სათავეში ჰყავს თავად კრიმინალი(არა აქვს მნიშვნელობა რომ ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობას რუსეთში,ხომ ეწეოდა?)ამას დაამატეთ მოსახლეობის გაუნათლებლობა და 21-ე საუკუნის წინაშე დავრჩით ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე.საბჭოთა მოდელი არაჩვეულებრივად მოერგო საქართველოს,აბა სხვა სად გინახავთ ამდენი პროფესორ-აკადემიკოსები,რომელთა მრავალ თაობას არც არაფერი შეუქმნია ცხოვრებაში გარდა დისერტაციებისა,სად გინახავთ ამდენი "უნიჭიერესი" მხატვარ-მსახიობ-მომღერალი რომლის შემოქმედება მაქსიმუმ მოსკოვში რესტორანს ვერ გასცდა,სად გინახავთ ამდენი ექიმ-დაქტაქარი,რომელიც თვითონ დარბის სამკურნალოდ საზღვარგარეთ.მოკლედ,ვეღარ გავიგეთ რომ რომ დიპლომის ქონებას ელემენტალური ფროფესიონალიზმი სჯობს.აქედან გამომდინარე გყვავს ისეთი მეთაურიც(თვითონ გაუნათლებელი და 2 წიგნის წაუკითხავი ,არცერთ ენაზე დალაგებულად რომ ვერ საუბრობს) რომელიც შემდეგი და დღევანდელი თაობებისათვის მაგალითი ხდება თავისი ფულის ხარჯზე.
უბედურებაა,რომ თვით ბატონი რამაზიც(საკმაოდ გონებაგახსნილი და განათლებული პიროვნებაა) ვერ სძლებს თავის პიროვნულ წყენას მიშიკოზე და არ აღიარებს რომ სააკაშვილის განათლება,ერუდირებულობა იწვევდა ჩვენს მოსახლეობაში არასრულყოფილების კომპლექსს(როგორ მე "ჩტო ვი გავარიტე" ვიცი,ეგ კი მეუბნება ინგლისური იწავლეო).
მოკლედ,ქურდობაც და სხვა მამაძაღლობაც გაუნათლებლობის შედეგია,თანაც ერთმორწმუნე ძმების გვეუბნებია-არ გინდათ განათლება და სწავლა,გეყოფათ რომ იცეკვოთ და კორპორაციულ საღამოებზე პოპსა გვიმღეროთო.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები