"ჩემი რამდენი პროგნოზი უნდა აგიხდეთ?- ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს გადაქცევა ნარკოჰაბად" - კვირის პალიტრა

"ჩემი რამდენი პროგნოზი უნდა აგიხდეთ?- ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველოს გადაქცევა ნარკოჰაბად"

საქართველოს მთავრობის მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმურება.

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა "ქართული ოცნების" საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ის ისაუბრებდა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა პარტიას მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ხდება მარიახუანას მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა კი ხდება ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი. რას ვამბობდი რამდენიმე თვის წინ, ჩემი რამდენი პროგნოზი უნდა აგიხდეთ? რამდენიმე კვირით ადრე, მისმა დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ამერიკიდან სპეციალისტები და საქართველოში უნდა ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდევაც. ჩემს დროს საქართველო ხდებოდა რეგიონალური ჰაბი ბიზნესის, კულტურის, ახალი ტეხნოლოგიების. ივანიშვილმა ეს ყველაფერი ჩამოაშორა და საქართველოს გადაქცევა უნდა ნარკოჰაბად" - აცხადებს თავის ვიდემიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.