"ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს" - რას ამბობს პრემიერი "იბერიაზე"?
12-09-2018
"ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს" - რას ამბობს პრემიერი "იბერიაზე"?
ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ მიმდინარე საკითხზე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობდა სანქციებისგან თავი შეეკავებინა, რის გამოც მათ კომპანია "ომეგა" 11-ჯერ გააფრთხილა, "თუმცა ამის შემდეგ გამიჩნდა ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორგანიზაციამ
კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება".

"მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, ისევე როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო
ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, როგორც მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს.

არსებობს ბიზნესსაქმიანობა და არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციო გადასახადი და ის უნდა გადაიხადოს ყველამ.

არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი "ქართული ოცნების" და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. მაგრამ რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას და კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც.

მიდგომა არის სწორედ ასეთი და ვფიქრობ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გააკეთეს ამაზე კონკრეტული განმარტება.

საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ და შესაბამისი ორგანოები გადადგამენ იმ ნაბიჯს რაც ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად გადასადგმელია.

"ქართული ოცნების " ხელისუფლება ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტელეკომპანია "იბერია" მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის კომპანია "ომეგას" რომელიც არხის ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს.


"ინტერპრესნიუსი"

Vaso
12 სექტემბერი 2018 19:29
11 jer tu gagafrtxiles tqve mamacxonebulebo kidev tqven acxadebt pretenziebs?
Amerikashi an evropashi ukve kargi xnis dayadagebulebi iqnebodit da sheizleba cixeshic amogeyot tavi.
Rina
12 სექტემბერი 2018 12:45
Egre sad aris 51 milioni 51 lari ar aris ratom ar unda gadaixadot gadasaxdeli me magalitad iberias mayurebeli var ishvitad sxva televizias vuyuro ra mizezit gadasaxdeli gadasaxdeli da mere gamodian da landzgaven yvelas turme ra yopila gaprtxileba tu miige ratom chemamde ar modis ubralod ratom
Lasha
12 სექტემბერი 2018 11:35
Aravis ara aqvs imis ufleba gadasaxadi ar gadaixados da chvens xarjze gamdidrdes. Fuls chventan da chvenze aketeb ketili knebe da gadaixade is rac gadasaxdeli gaqvs, aba sxvagvarad rogor shezlebs mtavroba biujetidan pensiebisa da shemceobebis gadaxdas?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები