"ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ..."
"ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ..."
ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს ორი ალტერნატივა - ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე არის მკაცრი რეგულირება.

"ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას
ვიხილავთ - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად ჩემი მოსაზრება ამ გადაწყვეტილების მიმართ არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და გავხადოთ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქ
საკმაოდ წარმომადგენლობით არიან და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რომელსაც ნარკომანია ჰქვია, ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ეს თემა თუ კანონით არ დავარეგულირეთ, ჩვენ გაგვექცევა ეს სიტუაცია ხელიდან.
ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი.

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაფი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვით და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილი, მოხმარება ისჯება კანონით და უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის.

ხალხმა არ იცის, რა ხდება. გუშინ მამაო მეუბნებოდა, აღსარებაშიც კი ამბობენ, რომ მოვიხმარო. იმიტომ, რომ არ იციან ეს სიტუაცია რაში შეიძლება გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა დიდია.

მეორე საკითხი, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მოცემულობა, ამაზე შეიძლება იურისტები დასხდნენ და სხვა კონფერენცია ჩაატარონ და იმსჯელონ. ჩვენ დღეს გვინდა სასწრაფო ზომების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კანაფის წარმოებას და გაყიდვას, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა:

"ზოგმა კოსმეტიკა ახსენა და იმ წუთში წამოვიდა ირონიული შეფასებები - ჰო, კოსმეტიკა სახეზე წაისვით და შეიზილეთ. აქ მთავარი თემაა გადამუშავების საკითხი, რომელსაც ასევე ალბათ, სპეციალისტები უნდა აფასებდნენ, ვიდრე მე. რეალურად ჩვენ ალტერნატივა გვაქვს ორი - ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე ალტერნატივა არის ის, რასაც ჰქვია მკაცრი რეგულირება. სხვა ალტერნატივა არის, რომ გამოხვიდე და დასაჯო იმდენად, რომ ამოვვარდეთ საერთოდ ლოგიკიდან და იმ პრინციპებიდან, რომელსაც ეკლესია უდგება, რომ ადამიანის უნდა იყო ლიბერალური, მაგრამ რეალურად ერთი რამ სწორი ითქვა ამ ტრიბუნიდან, რომ შენ უნდა გქონდეს გამაჯანსაღებელი სერვისები, სამწუხაროდ, ამაში ჩამოვრჩებით. აქ გადასახადების გადამხდელებზე იყო საუბარი, რეალურად, საქართველოში გასასახადოს გადამხდელები გაცილებით ნაკლებია იმ ნარკოტიკების მომხმარებლებზე",- განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

თამარი
12 სექტემბერი 2018 16:49
მარიხუანა მოყვანა და რეალიზაცია საქართველოს. მექსიკასავით უფრო ქვემოთ დასწევს და სახიფათო ქვეყნების სიაში მოექცევა . ნარკომანების და თაღლითების გარდა. სამიგზაუროდ არავინ წამოვა . შეგვიმცირდება ტურისტების რიცხოვნობა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიდან .
ამერიკაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნავს ქვეშ არის მისი რეალიზაცია წამლის სახით .
ყველაფერ კარგს ოცი წლის ბლოკავთ რომ არ აითვისოთ საქართველოში და ეს მარიხუანა ს დაკანონება და გირჩ გათხრილობა რაღა ასე სწრაფად მოგინდათ???
ვიღაცა სხვის უბედურებაზე და არა მხოლოდ ერთეულების უბედურებაზე ა რამედ ერის და ქვეყნის გაუბედურებაზე თუ გამდიდრებას ფიქრობთ და გეგმავს ერის და ქვეყნის მოღალატეა .დარწმუნებული ვარ ის არც ჩვენი ერის შვილია და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.
Gir
12 სექტემბერი 2018 12:50
Sait miekanebit ras shvebit momavalze ratom ar pikrobt magis magivrad bostneuli moiyvanet imis magivrad rom turkul bostneuls vyidulobt mowamluls kimikatebit ar visi ras upirebt sakartvelos
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები