"ვწუხვარ, რომ ჩემმა აქ არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია" - შვებულებიდან დაბრუნებული ეკონომიკის მინისტრის განმარტება
"ვწუხვარ, რომ ჩემმა აქ არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია" - შვებულებიდან დაბრუნებული ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ჩემი შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მას წინა სამსახურში ბევრი საქმე დარჩა გადასაბარებელი. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გარკვეული დრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურებისთვისაც დასჭირდა.

"ვწუხვარ, რომ ჩემმა აქ არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც იწყებს სამსახურს, არ არის მისაღები, რომ უცებ გავიდეს შვებულებაში. თუმცა
მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი სიტუაცია იყო ძალიან სპეციფიური. ეს შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით. ეს იყო იძულებითი შვებულება, რადგან, როგორც არაერთხელ ვთქვი, არ ვგეგმავდი ჩემი წინა სამსახურიდან წამოსვლას. ვერც ვიფიქრებდი, რომ მე საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დავინიშნებოდი. შეიქმნა სპეციფიური სიტუაცია, რომ ჩემს წინა სამსახურში
ძალიან ბევრი გადასაბარებელი საქმე დამრჩა. აგრეთვე დამჭირდა დრო, რომ ჩამეტარებინა რიგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი.


სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პროცედურებმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ვვარაუდობდი, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ და ამისგან არავინ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ვიყავი, ჩემს სამინისტროსთან რეგულარულად ვიმყოფებოდი კონტაქტზე და 100%-ით უზრუნველვყავით ის, რომ ჩემს არყოფნას არ მიეყენებინა ზიანი ქვეყნისთვის," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე საკუთარ გეგმებსა და გამოცდილებაზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ქვეყანას უდიდეს შედეგს მოუტანს. მინისტრის თქმით, მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მოვალეობებს.

"ორშაბათიდან მთელი ენერგიით და ენთუზიაზმით, 100%-ით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და თუ მექნება საშუალება, ძალიან დიდი შედეგების მიღწევას ვაპირებ ჩვენი ქვეყნისთვის. დაგარწმუნებთ იმაში, რომ მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს მოვალეობებს და იმ ამოცანებს, რომლებიც ჩემს წინაშე დგას. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ბოლო 18 წლის განმავლობში ვიმუშავე ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში და ეს 18 წელი მოვანდომე იმას, რომ იმ კომპანიაში კარიერის ზენიტში ავსულიყავი. დღეს მივაღწიე ამ ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით და ამ დროს იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა იქ მუშაობა და ჩემი 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა, ამ დროს ვტოვებ ამ სამსახურს და მოვდივარ ჩვენს ქვეყანაში, რათა საქართელოს ვემსახურო. ამიტომ, მგონი არავის უნდა ჰქონდეს იმის ეჭვი, რომ მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი, რომ ამ სამსახურით უდიდეს შედეგს მოვუტან ქვეყანას," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები