"გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც ადგენს როგორც ალკოჰოლის, ისე ნარკოტიკულ თრობას"
12-09-2018
"გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც ადგენს როგორც ალკოჰოლის, ისე ნარკოტიკულ თრობას"
გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას, - ამის შესახებ ვიცე სპიკერმაგია ვოლსკიმ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის პირველივე დღეებში, მოხდება "სუნის გაქრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან".

ამასთან, გია ვოლსკიმ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა. „ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტი აქვს და ამ საკითხის გა
დაწყვეტის დროს რომ არ მიეღო სათანადო განმარტებები და კომენტარები, იგი არ აუნთებდა ამ საკითხს მწვანე შუქს.

საფრთხეები არსებობს, თუმცა გამართული სისტემაა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ამის იმპლიმენტაცია დაიწყება, გაქრება სუნი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის
თემას. ამასთან საჭიროა, რომ კონფესიებმაც და განათლების სისტემემაც ჩართოს რესურსი, რათა მარიხუანას დამაზიანებლობაზე მეტი იქადაგოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


###
13 სექტემბერი 2018 11:39
აუწყვიათ ამათ ცხოვრება უკვე კანაბისის ბუჩქებზე... საერთოდ გადაყავთ ქვეყანა სხვა არეალში...ოცნებიდან გაბრუებაში

რედაქტორის რჩევით