"იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე"
12-09-2018
"იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე"
იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე. მათ შორის ცოდნა არ აქვთ და არც არაფრის წაკითხვა და მოძიებაუნდათ ინტერნეტში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სამედიცინო მარიხუანა მცირე რაოდენობით შეიცავს იმ ნივთიერებას, რომელიც იწვევს თრობას. "ვინმე ახსნის, თუ რატომ შეიძლება იყოს სამედიცინო მარიხუანას მოყვანა აკრძალული, როდესაც მას ნარკოტიკებთან შეხება საერთიოდ არ აქვს?! ეს იყო აკრძალული
იმიტომ, რომ იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე. მათ შორის ცოდნა არ აქვთ და არც არაფრის წაკითხვა და მოძიება უნდათ ინტერნეტში. სამაგიეროდ ყველანი პროფესორები არიან
და კონფერენციებს მართავენ. დღეს რაც იყო, 50 ადამიანი იჯდა და გონზე არ იყო არავინ რას ბჟუტურებდნენ და ბრძენი სახეებით ვითომ ერზე ზრუნავენ. გაუნათლებელი ადამიანები მსჯელობენ სერიოზულ თემებზე და ეს პრობლემაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად მიდგომა, რომ კანაფისგან პროდუქტები იწარმოება და საქართველომ ეს პროდუქტები შეიძლება გაყიდოს, არის კარგი და ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა.


???
14 სექტემბერი 2018 21:17
ზურიკო, ინტერნეტის ქექვა კი არ ანათლებს ადამიანს, მაგას სხვა რამე ჭირდება, შენ რომ არ გაქვს ,ის...მოისხით ამის მადლი ვინმემ და უმკურნალეთ, რა იქნება?
KEZ
14 სექტემბერი 2018 14:11
Zogjer jafarizec sheizleba iyos racionaluri, problema ki is gaxlavt rom miuhedavad misi fsevdomodernuli sqtivobebisa
Tavadac im brbos miekutvneba visac araferi gaegeba im globaluri cvlilebebisa rac dges msoflioshi vitardeba.
დოდო
13 სექტემბერი 2018 21:32
წადი მერე ამ იდიოტური ქვეყნიდან და ჩვენ გაუნათლებლები დაგვტოვე აქ

რედაქტორის რჩევით