ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - რაში ადანაშაულებს ოპოზიცია მას? - კვირის პალიტრა

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა - რაში ადანაშაულებს ოპოზიცია მას?

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი", - წერს გოგია "ფეისბუკში". (წყარო)

ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.