სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 000 ლარი შესწირა - კიდევ ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატის შემომწირველთა სიაში? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 000 ლარი შესწირა - კიდევ ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატის შემომწირველთა სიაში?

დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის 23 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 101 701 ლარის ფულადი შემოწირულება აქვს მიღებული. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება სხვა შემოწირულობებს, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე სოლიდური შემოწირულება - 50 ათასი ლარი, 11 სექტემბერს, ფიზიკური პირისგან, ვახტანგ ლაღიძისგან აქვს მიღებული.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულება აქვს მიღებული.

ზურაბიშვილის დამფინანსებლების სიაში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.