"ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი? - კვირის პალიტრა

"ჩარეული ყავთ ანზორი, ბიძინას დაცვის უფროსი იყო... ფული უნდა გავანაწილოთ ანზორაზე..." - კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი?

"იბერიის" საქმეზე "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისევ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ და სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

ჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის გვარიც ისმის. ჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა":

ლევან ყიფიანი: ხო გითხარი, ჩარეული ყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო, ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის, რომ კიდე გამიმეორა, რომ მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო, აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა, პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო და ის დარჩაო... რა კუდებიო...  ქუმსიშვილის კუდიო, რაღაცა.. ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო, მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა, ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

ზაზა ოქუაშვილი: ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად. ლევან ყიფიანი: ხო. ზაზა ოქუაშვილი: მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი? ლევან ყიფიანი: ფული უნდა გავანწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და... ზაზა ოქუაშვილი: ვინ არის ეს ანზორა ე.ი. თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის... ლევან ყიფიანი: რომელიც "გვბალეშიკობს" ჩვენ, დაცვის უფროსი იყო... ეხლა არის სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა, ესა.. რა, მინისტრია რა. ზაზა ოქუაშვილი: მინისტრია? ლევან ყიფიანი: მთელი სახელმწიფო დაცვების მაგის ხელშია.

იხილეთ ასევე: "მთელი შენი ბიუჯეტიც ქინძზე გვკიდია, შენი "ომეგაც" და ყველაფერი" - როდის შედგა სკანდალური საუბარი ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის?