"მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი" - კვირის პალიტრა

"მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი"

"ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის მმართველი ძალის ტრაგიკული შეცდომა"

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა და ამის კვალდაკვალ ფავორიტის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი მუშაობაც გააჩაღა, თუმცა კანდიდატი კვლავაც არაპოპულარულ განცხადებებს აკეთებს და შეიძლება ითქვას, გვარიანად აბნევს საზოგადოებას, მათ შორის - "ქართული ოცნების" ელექტორატსაც.

"კვირის პალიტრას" ამ თემაზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- რაღა დაგიმალოთ და, არ მესმის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მოტივი და მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის მმართველი ძალის ტრაგიკული შეცდომა, რადგან მარტო ის გამონათქვამები, რასაც ამ ქალბატონისგან ვისმენთ, ყოვლად მიუღებელია და აზარალებს როგორც მმართველ ძალას, ისე - ქვეყანას. ამიტომაც სულაც არა მგონია, რომ რადგან "ქართული ოცნება" უჭერს მხარს, მას გამარჯვება გარანტირებული აქვს.

რატომ ვერ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის წამოყენება, არ ვიცი. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. რატომ მოსწონს? წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება აქ რაღაც ფრანგული ინტერესებიც მოქმედებდეს. მოგეხსენებათ, ბატონი ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის და ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც ხდებოდეს - ქალბატონ სალომეს გავლენიანი ნაცნობობა ჰყავს საფრანგეთში.

... - დავიწყებ იმით, რომ მინდა პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ქართული მენტალიტეტი. ქალბატონი სალომე მენტალობით არ გახლავთ ქართველი. ის ფრანგია, იქ აქვს გატარებული ცხოვრების დიდი ნაწილი, მიღებული აქვს ფრანგული აღზრდა, წლების განმავლობაში იყო საფრანგეთის სახელმწიფოს სამსახურში, მისი გამონათქვამები კი, ჩემი აზრით, ღალატის ტოლფასია. როგორც ვიცი, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ომი თურმე ჩვენ დავიწყეთ და საკუთარ მოსახლეობას ვბომბავდით. ეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას ჰგავს. თუ ის პრეზიდენტი გახდება, ეს უფრო სახიფათო იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთთან წამოწყებულ საერთაშორისო სასამართლო პროცესებში ძალიან უკან დავიხევთ და შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც...

...

სიმართლე გითხრათ, მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიმეორებ, "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერისთვის ყველაზე უარესი კანდიდატი შეარჩია.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად