"მარიხუანის თემა კარგად გათვლილი ბიზნესგეგმაა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესების სასიკეთოდ" - კვირის პალიტრა

"მარიხუანის თემა კარგად გათვლილი ბიზნესგეგმაა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესების სასიკეთოდ"

ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეტად არაპოპულარული ინიციატივა გაახმაურა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კანაფის მოყვანასა და ექსპორტს გეგმავს და ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს... ამ გადაწყვეტილებას ღიად უპირისპირდება საპატრიარქო, საპროტეტსო მსვლელობა გამართეს სასულიერო პირებმაც. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლების ინიციატივა "სრული ნონსენსია".

"იმ დროს, როდესაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მარიხუანის მოხმარება დაშვებულია, როდესაც თითქმის ყველგან მძაფრდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ასეთ გამაოგნებელ ნაბიჯებს ვდგამთ!

კანაფის მოყვანის, მისი ექსპორტისა და ასე "ქვეყნის აშენების" იდეა გამაოგნებელია! ეკონომიკურად ავყვავდებით თურმე! ვინ და როგორ დაასკვნა ეს, რა გათვლებით?

საერთოდ, ვინმე რამეს თვლის ამ ქვეყანაში?! დილეტანტების დონეზეა ყველაფერი! კი, ბატონო, კანაფის მოყვანით გამდიდრდება ერთი ან ორი კაცი და ქვეყანა რას მიიღებს ამით?! მე და თქვენ რაში გამოგვადგება ეს?! მაინც რამდენი ადამიანი შეიძლება დაასაქმოს ამ ბიზნესმა?!

გადავხედოთ, როგორ ვითარდებოდა დღემდე პროცესები: "გირჩის" აქტიურობა, პირდაპირ ეთერში კანაფის დათესვა და მოყვანა ისე, რომ სამართალდამცავებს ეძინათ, ღამის კლუბების დარბევა, მერე მიტინგები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება... აშკარად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართებოდა.

მარიხუანის თემა არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესებისა და არა - სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ. იცოცხლე, ბიზნესგეგმას კარგად წერენ და ახორციელებენ სტრატეგიის თუ ტაქტიკის მიმართულებით, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის არაფრის მომცემია". - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესგეგმის შემუშავებაზე კი არა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად