ჯონ ტეფტი: "ლავროვმა კონდოლიზა რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი საქართველოში მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ" - კვირის პალიტრა

ჯონ ტეფტი: "ლავროვმა კონდოლიზა რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი საქართველოში მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის ომი გაიხსენა, შეიძლება ითქვას, ამერიკული დიპლომატიის ცოცხალმა ლეგენდამ - ჯონ ტეფტმა. "მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ 2-დღიან კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა" სიტყვით გამოსვლისას ტეფტმა საქართველოზე საკუთარ მოგონებებზე ისაუბრა. აშშ-ის ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ამბობს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, თუ ვინ დაიწყო ომი. ჯონ ტეფტი "გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ".

ინტერვიუში ჯონ ტეფტი ასევე ამბობს: "ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში".

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად