"გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე"
17-09-2018
"გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე"
არ მინდა ასეთი ეკონომიკა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, - ასე ეხმაურება პროფესორი ლადო პაპავა ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაციის საკითხს. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ნარკომანიის პრობლემაა, მისი კულტივაცია კიდევ უფრო მეტ დარღვევას გამოიწვევს.

"გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები გავაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა?! ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა
ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწვავედ ნარკომანიის პრობლემა. როცა ჩვენ დავიწყებთ ამ ნედლეულის მასობრივ წარმოებას, აქ დარღვევების შესაძლებლობა ხომ ასევე გაიზრდება?! მე არ მინდა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი,
ასეთი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განაცხადა პაპავამ.

მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კ ო მ ბ ლ ე
18 სექტემბერი 2018 02:45
კოკაინს და ჰეროინს უფრო დიდი მოგება აქვს, პროსტიტუციას და იარაღის ბიზნესს მართლა ვერაფერი აჯობებს და მოდით ესე ვქნათ, ომში მომგები მაინც არ ვართ, მოდით იარაღი გავყიდოთ, რად გვინდა? იმ ფულით ყაყაჩო და კანაფი დავთესოთ, ბარდელები გავხსნათ დაჩვენ გავხდებით ყველაზე მაყუთიანი ერი დედამიწაზე,თუ ბიზნესია ბიზნესი იყოს, თავის არქიელით, გუბერნატორით, ზურნა დუდუკით და წითელი ვარდებით!
მაგარი წინადადებაა, ძალიან მაგარი, ჰე აბა ამყევით!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?