ნატო ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" ტოვებს - კვირის პალიტრა

ნატო ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" ტოვებს

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" შემადგენლობას ტოვებს. ნატო ჩხეიძემ ფრაქციიდან გასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და აღნიშნა, რომ უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" 6 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის, თუ მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატი გაწევრიანდება.