რატომ დატოვა პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა კახა კოჟორიძემ?
18-09-2018
რატომ დატოვა პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა კახა კოჟორიძემ?
პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ პირადი განცხადებით, თანამდებობა დატოვა. კოჟორიძე საადვოკატო და ასევე, აკადემიური მიმართულებით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

"2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და ასევე, აკადემიურ საქმიანობას. ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!",
- წერს კახა კოჟოროძე "ფეისბუკის" გვერდზე.
თამაზი
19 სექტემბერი 2018 16:13
რა ესჰველება მარგველას რცჰევებს ვინგა მისცემს ამ ერტი ტვის განმავლობასი

რედაქტორის რჩევით