"თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს" - "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქციაში გადასვლას გედევან ფოფხაძეს შესთავაზებს? - კვირის პალიტრა

"თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს" - "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქციაში გადასვლას გედევან ფოფხაძეს შესთავაზებს?

ქალბატონ ნატოსთან გუშინ კომუნიკაცია არ შემდგარა. მე იმედი მაქვს, დღეს გავესაუბრებით და გაირკვევა რაღაც მომენტები. ამ დღეებში გაირკვევაისიც, ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას, თუ არ შეავსებს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, არაუშვას, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატეს და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით, –ამის შესახებ ჟურნალისტებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განუცხადა.

მისი თქმით, მათ "იბერიის" გარშემო განვითარებულ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, თუ ის მიზეზია, მაშინ ჩემთვის არ არის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები, ამიტომ მინდა შეხვედრა მასთან. ჯერ ვერ გავაჟღერებ, რა მიზეზითაც მან დატოვა ფრაქცია. "იბერიის" თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა სერიოზული საფუძველი ამისა, ბევრ დეტალს არ ვიცნობდით ამ საქმისას, არადა უნდა გვცოდნოდა," – განაცხადა ადა მარშანიამ.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ფრაქციაში გადასვლაზე, ჯერჯერობით კომუნიკაცია რომელიმე დეპუტატთან არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა, მათ რიგებში გადასვლა კვლავ შესთავაზონ გედევან ფოფხაძეს.

"ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს," – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თმით, არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ურთიერთობა "ნაციონალური მოძრაობის" არცერთ ფრთასთან.