"გინდათ რუსეთთან არსებული კავშირებიც გაწყვიტოთ? კი ბატონო" - რატომ არ შემოუშვეს რუსი ექსპერტი საქართველოში?
"გინდათ რუსეთთან არსებული კავშირებიც გაწყვიტოთ? კი ბატონო" - რატომ არ შემოუშვეს რუსი ექსპერტი საქართველოში?
"ვერ გეტყვით, რომ სრულად ვუჭერ მხარს კრემლის პოლიტიკას ამ რეგიონებში"

თვის დამდეგს საზოგადოების განხილვის თემად იქცა თბილისში რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის დაფინანსებით გამართული ფორუმი - საზოგადოების დიდმა ნაწილმა ღონისძიება კრემლის პროპაგანდის იარაღად მიიჩნია. არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა სამი რუსი გამომსვლელის საქართველოში არშემოშვებასაც - როგორც შსს აცხადებს, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევის გამო. სამთაგან" ერთ-ერთი, რუსი პოლიტოლოგი და მოსკოვის საერთაშორისო მეცნიერებათა სახელმწიფო­ ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ალექსეი ტოკარევი, აცხადებდა, რომ საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ
შემოუშვეს, რომ აერიათ ნტვ-ს ჟურნალისტში, რომელიც მისი სეხნია აღმოჩნდა. "კვირის პალიტრა" შეეცადა თავად ტოკარევთან გაერკვია სიმართლე.

- პირველ რიგში, იცოდით თუ არა, სად მოდიოდით? ეს ფორუმი დაფინანსდა რუსული ფულით, მეტიც, რუსეთის საპრეზიდენტო ფონდმა დააფინანსა და რუსი გამომსვლელების ნაწილი გამოირჩეოდა იმით, რომ კრემლის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს.
ფორუმის ქართველი ორგანიზატორებიც არ აღიქმებიან საქართველოში ნეიტრალურ ექსპერტებად.

- რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ფორუმს რუსეთის საპრეზიდენტო ფონდი აფინანსებდა. მე ფონდთან არანაირი კავშირი არა მაქვს, მე მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს, МГИМО-ს მეცნიერი თანამშრომელი ვარ. ფონდი არავის აიძულებს, კრემლის სასარგებლოდ ისაუბროს. ფონდის ფული იხარჯება ფრენებზე, სასტუმროსა და მსგავს ორგანიზაციულ საკითხებზე, მაგრამ არავის აძლევენ მითითებას, რა თქვას და რა არა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფონდი ანტიქართულ პროპაგანდას არ ეწევა. მეორე საკითხი - დიახ, ჩემი კოლეგების ნაწილი იზიარებს კრემლის შეხედულებებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა - რაზეც ჩვენ საუბარს ვაპირებდით - იძლევა იმის საშუალებას, რომ განსხვავებულ აზრს მოვუსმინოთ. ვფიქრობდი, რომ მედიის ქართველ წარმომადგენლებთან სწორედ ამაზე გვექნებოდა დისკუსია. არ მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება კრემლის პოლიტიკის რუპორად უნდა ქცეულიყო.

- ანუ იმედოვნებდით, რომ შედგებოდა დისკუსია, მაგრამ დისკუსია შეიძლება გაიმართოს ისეთ მხარეებს შორის, რომლებსაც საპირისპირო ან თუნდაც განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ ფორუმზე კი იყვნენ ე.წ. ხისტი და რბილი პროპაგანდისტები, რომლებიც მაინც კრემლის პოლიტიკას ახმოვანებდნენ.
- შეიძლება კითხვა შემოგიბრუნოთ? თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მე კრემლის ე.წ. ხისტ პროპაგანდისტებს მივეკუთვნები თუ რბილი ძალა ვარ?

- ამის გარკვევა ადვილად შეიძლება. ბანალურ შეკითხვას დაგისვამთ - რას ფიქრობთ რუსეთის პოლიტიკაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
- სამაჩაბლო ანუ ცხინვალის რეგიონი, სამხრეთი ოსეთი ხომ?

- ჩვენ ამ რეგიონს ასე ვუწოდებთ.
- ძალიან ბევრი საკითხია, რაშიც კრემლს არ ვეთანხმები.

- მოდი, ამ საკითხებს მერე ჩავუღრმავდეთ, მანამდე კი პირდაპირ მიპასუხეთ...
- თუ ნებას მომცემთ, ისე გიპასუხებთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლი.

- უარყოფითად თუ დადებითად?
- თქვენ გინდათ პროკრუსტეს სარეცელზე გამჭიმოთ, მე კი მინდა ისე გიპასუხოთ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. შეგიძლიათ ამისთვის ნახევარი წუთი მომცეთ, რომ აგიხსნათ?

- ბრძანეთ.
- არსებობს ბევრი საკითხი, რის გამოც ამ პოლიტიკას ვაკრიტიკებთ. მე, ისევე როგორც სხვა ექსპერტები, მაგალითად, სერგეი მარკედონოვი, ნიკოლაი სილაევი, ანდრეი სუშენცოვი - ჩვენ, ყველანი, ადეკვატური ხალხი ვართ და საქართველოს თემას ვიკვლევთ და ამ პოლიტიკას კრიტიკულად განვიხილავთ. იმის წარმოდგენა კი, რომ მე, МГИМО-ს მეცნიერი თანამშრომელი, მიტინგზე გამოვალ და დავიწყებ ყვირილს, რუსეთი პუტინის გარეშე, კრემლი გვატყუებს-მეთქი, სრული სისულელეა. ჩვენ ვაკრიტიკებთ იმას, რაც არ მოგვწონს ჩვენთვის მისაღები ფორმებით. მე ვერ გეტყვით, რომ სრულად ვუჭერ მხარს კრემლის პოლიტიკას ამ რეგიონებში, პირიქით, მაქვს კრიტიკული მოსაზრებები და რჩევები, როგორ ჯობია ეს პოლიტიკა გატარდეს.

- ქართველ ხალხს აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ - თქვენ პირადად მიგაჩნიათ, რომ რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა? (იხილეთ სრულად)

ალექს
20 სექტემბერი 2018 14:25
ან უნდა ავიღოთ კრემლი,მაგრამ დაცვა ყავს და შორსაა !
ან კავკასიონზე კედელი აღვადგინოთ ,ყოფილა ერთ დროს !
შემოუვლიან ,გადააფრინდებიან ,თან ახლა აგურიც ჭირს ,ცემენტი უხარისხოა და არმატურა ირანულია !
ჩვენი სამართლისა და საგადასახადო სისტემა ,რუსული,რომ შევცვალოთ დასავლურით ?!
ამას ვერ დაიცავენ,აგერა გვაქვს ,ახლოს!
ვერც შემოუვლიან,ვერც გადააფრინდებიან,ეგ რომ შეეძლოთ ჯერ თავისას შემოუვლიდნენ ,ან გადააფრინდებოდნენ !
მეფე ერეკლემ სამშობლოს 2 საუკუნე აჩუქა - 700 000-დან 5,25 მილიონამდე გამრავლდა ქართველობა სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის.
19 სექტემბერი 2018 21:22
დასავლეთი გვიკრძალავს რუსეთთან ურთიერთობას, ეს მარგველამ საოცარი სიწრფელით აღიარა!
/
19 სექტემბერი 2018 19:24
მე ასე გავიგე რომ რუსი უფრო სწორად პასუხობდა. ქარტველები კი ზოგიერტები რაღაცას ეზებენ და ნახავენ ისევ ისე როგორც ნახენ ათი წლის წინ მაგრამ საცოდავმა ხალხმა იკიტხოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?