რას პასუხობს ადა მარშანიას შეთავაზებას გედევან ფოფხაძე? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ადა მარშანიას შეთავაზებას გედევან ფოფხაძე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე "საქართველოს პატრიოტების" შეთავაზების მიღებას მათ ფრაქციაში გადასვლის თაობაზე, არ აპირებს.

როგორც ფოფხაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებში" გადასვლის საკითხზე საუბარი არასწორი და არასერიოზულია.

"საქართველოს პატრიოტების" ფრაქციაში ყოფნა რომ მდომოდა, მაინცდამაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი?! ამას თავად ჩავთვლიდი საჭიროდ და მივიდოდი. ამაზე საუბარი არასწორია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" ტოვებს, რის გამოც ამ ფრაქციას დაშლა ემუქრება.

"არ არის გამორიცხული, ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ - თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს", - განაცხადა ადა მარშანიამ.

იხილეთ ასევე: "თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს" - "პატრიოტთა ალიანსი" ფრაქციაში გადასვლას გედევან ფოფხაძეს შესთავაზებს?