რატომ ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გიორგი შენგელაია ? - კვირის პალიტრა

რატომ ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გიორგი შენგელაია ?

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიმხარდამჭერთა სიის არ წარმოდგენა გახდა, რომლის ბოლო ვადაც მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ამოიწურა. როგორც "ინტერპრესნიუსს საინიციატივო ჯგუფის, რომელმაც გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა, ერთ-ერთმა წევრმა, პეტრე მამრაძემაც განუცხადა, მას ხელმოწერები არ შეუგროვებია. მისივე თქმით, 29 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის თაობაზე განცხადება შეიტანეს, გიორგი შენგელაია აღარ უნახავს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად განცხადებით 29 აგვისტოს მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად კი 2018 წლის 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინა. ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიის არ წარდგენის გამო, გიორგი შენგელიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა.

"საიდუმლოს გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გაბრაზებული არ არის. არადა, გავაკრიტიკე - უწიგნური ვუწოდე"

"ინტერპრესნიუსი"