"ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს"
20-09-2018
"ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს"
სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას.

"საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და დეპუტატ
ლევან კობერიძეს, რაზეც ზოიძემ უპასუხა, "ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილებებით ხომ არ შეიზღუდებოდა მხოლოდ პატარა სკოლ-კლუბები და დიდები დარჩებოდნენ უკონკურენტოდ.

"ზუსტად ეს გვინდა, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ
იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტზე გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს დისკრიმინაციული მიდგომა იყოს, თუმცა ზოიძემ განაცხადა, რომ ასე არ არის.

სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში ისეთივე პირობები იყოს დაშვებული, როგორც ეს სამორინეებში მოხდა, ანუ თამბაქოს მოწევა გახდეს დაშვებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით