"ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო" - ჩხუბი პარლამენტში (+ ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო" - ჩხუბი პარლამენტში (+ ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ და უმცირესობის მიმართ რეპლიკებმა გამოიწვია.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა იყო უგვანო და უშინაარსო. ამასთან, მან უმცირესობის დეპუტატებს უზრდელი უწოდა.

"ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრთ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი... ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო", - მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შეფასებებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს.

"დაინახე კამერები და გულზე მოხვედი ხომ?!" - სხდომათა დარბაზის შემდეგ დეპუტატების დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა

"ინტერპრესნიუსი"