"დაინახე კამერები და გულზე მოხვედი ხომ?!" - სხდომათა დარბაზის შემდეგ დეპუტატების დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა - კვირის პალიტრა

"დაინახე კამერები და გულზე მოხვედი ხომ?!" - სხდომათა დარბაზის შემდეგ დეპუტატების დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა

სხდომათა დარბაზის შემდეგ დეპუტატების დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა. უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა სერგი კაპანაძეს უცენზურო სიტყვებით მიმართა.

"ფეხებს ვერ მომჭამ. დაინახე კამერები და გულზე მოხვედი ხომ?!", - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა სერგი კაპანაძეს. თავის მხრივ კაპანაძემ თავად ზაზა პაპუაშვილი დაადანაშაულა კამერების წინ პოზირებაში.

ინციდენტი მანდატურების ჩარევის შედეგად ამოიწურა. დეპუტატები დარბაზში დაბრუნდნენ.

"ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო" - ჩხუბი პარლამენტში (+ ვიდეო)

"ინტერპრესნიუსი"