ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული" - კვირის პალიტრა

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, "ევროპულ საქართველოს" დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის მორალური უფლება არ ჰქონდა. როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, აქედან გამომდინარე, ეს სიტუაცია "მარაზმია".

"ქართული ოცნება" მორალურ პასუხისმგებლობას თუ გრძნობს იმაზე, რაც დღეს დარბაზში ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა დღეს იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არა ერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით, რომ მიყურებს... კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, რადგან 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის და დაპატიმრების მოთხოვნით - სულ ტყუილად იღიმებით. უმრავლესობის წარმომადგენლებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის არ იცით? კომისიის შექმნისას დაარღვიეთ რეგლამენტი, რადგან მეტი წევრი გვეკუთვნოდა, თუმცა ეს კვოტები აჩუქეთ "ევროპულ საქართველოს". ასეთი კომისია როდესაც იქმნება, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც უმრავლესობაშია, რომ გამოძიება წაიყვანოს", - განაცხადა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო