"ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ იქნებოდა შოკირებული, გიკვირთ ?" - რას ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანის კანონპროექტზე
21-09-2018
"ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ იქნებოდა შოკირებული, გიკვირთ ?" - რას ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი მარიხუანის კანონპროექტზე
მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "7VS1" დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ არც კანონმდებლებისთვის იყო ცნობილი და მნიშვნელოვანია ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც აქვთ საზოგადოებას და დეპუტატებს. მისივე თქმით, გარდა ინფორმაციის ნაკლებობისა, პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ვერ არჩევენ მარიხუანას სამედიცინო და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას.

"მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია. ჩვენ
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვქონია. ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ ტიპის საქმიანობა, როდესაც ინფორმაცია ძალიან მცირეა და მაშინ, როდესაც პარლამენტარები ვერ არჩევენ, თუ რას ნიშნავს მარიხუანას სამედიცინო დამოკიდებულება და რას ნიშნავს ნარკოტიკული, არასწორია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით