"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები"
22-09-2018
"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები"
"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი," - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

"გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი. მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა, ზურგში დგომა და დახმარება. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას
შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა. ამისი მე არ შემეშინდება, როგორც არ მეშინია ზუგდიდში ჩამოსვლის. წარსული ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ იმაზე, რაც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ყველასთვისაა მოცემული - ბუნება, სიმდიდრე, ნიჭი. აქ, სამეგრელოში კარგად იცით რას ნიშნავს ნიჭი. ეს
ყველაფერი გვერდზეა გადადებული, იმიტომ რომ, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ. მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, "უცხოურ პრესაში იბეჭდება საზიზღრობები ჩემს შესახებ, ვითომ ამით ჩემ დისკრედიტაციას მოახდენენ იმ ადამიანებთან, რომლებიც დაახლოებით 60 წელია მიცნობენ"

"სასაცილოა, მაგრამ ამით ჩემ დისკრედიტაციას ნაკლებად, მაგრამ საქართველოს დისკრედიტაციას ეწევიან. ვითომ ეს ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ. ეს არის ის, რაც წერია - შეიძლება ყველას არ გაქვთ წვდომა ამ პრესაზე, რომელიც იბეჭდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრა ხმაურით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურაბიშვილს უთხრა, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ინეტრესების მატარებელია და მას არ აქვს უფლება კეჭი იყაროს საქრათველოს პრეზიდენტად.
ალექს
25 სექტემბერი 2018 08:09
მიზანდასახული დეზინფორმაციაა რომ პრეზიდენტის ფუნქცია კონსტიტუციით დაკნინებულია,პირიქით დაბალანსებულია რამდენადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა დასავლეთმა მიუშვა !
ძალიან ცოტას აქვს წაკითხული ამ ჩვენი კონსტიტუციის ის ნარჩენები მიშას და კობახიძეს რომ გადაურჩნენ,უფრო ნაკლებია მისი გამნაალიზებნელი ,ნუ ახლა "ძაბირაძეს და სხვებს" ვინ აჯობებს !
დღეს ერთპიროვნული მმართველი საერთოდ ხელისუფლების გარეთაა,მმართველი საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიის თავმჯდომარეა,მაგრამ პარტია არაა ხელისუფლება და ამით სკკპ-ს გავს მოქკავშირიანად ოცნებაც და ნაცმოც,გავს კი არა და იქიდანაა ,მოგეხსენებათ!
ამიტომ იქმნება ფონი ,რომ პრეზიდენტობა ამ პარტიის მიერ დადებულ ჯოხსაც შეუძლია და სხვა პარტიის დადებულსაც ,თავისით კი თავის თავს ვინ დადებს ,არ ვიცით ? !
არაა ასე !
ნარჩენებში ასზე მეტი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მმართველობითი ფუნქციაა პრეზიდენტის სახელოში !
არც ესაა მნიშვნელოვანი,გადამწყვეტია მისი მასებთან ბუნებრივი მჭიდრო ერთი ერთზე უსაფეხურო ,შუამავლის გარეშე კონტაქტი,რაც საშიშია კლანმოდიფიცირებული პარტოკრატიის დიქტატურისათვის 27 წელი რომ მძვინვარებს და მოგვინელა !
დიახ ,პრეზიდენტი ის ყრმა შეიძლება გახდეს ტბის ძირას აკვანში რომ სძინავს ,ნუ ნათელაშვილი და მარგველაშვილიც არაფერ შუაში არიან ,არ ძინავთ მაგათ ,ხალხია შუაში ,საცაა ამოხაპავს იმ ტბას და ყრმას შეუძახებს გეყო ძილიო,ჩვენ მართლა საარჩევნო ხორცი კი არა, ხელისუფლების ის წყარო ვართ მაგ ტბას რომ კვებავსო,მმართველმა დანარჩენმა ხელისუფლებმა ანგარიში ჩაგვაბარონო !
Lika
22 სექტემბერი 2018 18:04
Pirvel rigshi am qalma ar icis qartuli, roca vambob ar icis qartuli aq mholod enis codnaze araa saubari. Es qali uchoeli da uchoa chventvis. Mas carmodgena ara aqvs ras pirdeba halhs, rogor unda gahdes igi qveynisa da halhis gamaertianebeli mistvis ucho qveyanashi?
Arsebobs versia rom mamamisi da tvitonac ahlo kontaqtshi iyvnen da arian rusul spec samsahurebtan sheizleba scored am faqtorma ganapiroba misadmi ivanishvilis “simpatiebi”

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები