"მე როგორც მითხრეს, გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის თემას შეეწირა" - კვირის პალიტრა

"მე როგორც მითხრეს, გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის თემას შეეწირა"

"მე როგორც მითხრეს, გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის თემას შეეწირა" - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა შაბათის კურიერში განაცხადა.

"როდესაც თანამდებობიდან წავიდა, დავურეკე ტელეფონზე იმიტომ, რომ ადამიანებს რომ ვიცნობ მე ყოველთვის ვაგრძელებ ურთიერთობას თვითონ თუ არ გაწყვიტეს ეს ურთიერთობა. ამ დღეებშიც ვესაუბრე ტელეფონზე და მარიხუანას თემაზე არ გვილაპარაკია მითუმეტეს ტელეფონზე მე მასეთ თემებს პრემიერთან თუ უკვე ყოფილ პრემიერთან არ განვიხილავ. ერთი ერთზე რომ შევხვდები, ნამდვილად ვკითხავ. საუბარი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი მარიხუანას თემას შეეწირა არ ვიცოდი, მე სხვა ამბავი ვიცოდი, რასაც შეეწირა. მე როგორც მითხრეს, ანაკლიის პორტის თემას შეეწირა, მე მეგონა გზების თემას შეეწირა, გზებზე რომ ვიკითხე გზებზე სხვა საკითხი იყო, არაფერ შუაში არის კვირიკაშვილი. ვინც მითხრა, მასე მითხრა და არ ჩავძიებივარ...

17-ში დავურეკე, კვირას, მოვიკითხე და ვუთხარი, შენზე ამბობენ მონასტერში წავიდაო და გაიცინა, არც დამიდასტურა და არც უარი მითხრა. იყო პერიოდი ახლო ურთიერთობა გვქონდა, იყო ისეთი საკითხები, რაშიც განსხვავებული პოზიციები გვქონდა, ისიც ქიზიყელია, მეც ქიზიყელი და ორივე ჩვენს პოზიციას ვიცავდით, მაგრამ ჩხუბამდე არ მივსულვართ ხოლმე. ეტიკეტს ვიცავდით ორივე. ჩემი ქვეყნის პრემიერი იყო, მე ვისთანაც ურთიერთობები მქონდა, თვითონ თუ არ გაწყვიტეს ურთიერთობა, მე არ გამიწყვიტავს. ბევრს დავხმარებივარ კიდეც", - განაცხადა მეუფე იაკობმა.