ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა - რა იყო შეხვედრის თემა? - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა - რა იყო შეხვედრის თემა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საპატრიარქოში შესვლამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა კანაფის შესახებ საკითხიც იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიწვევს თუ არა მთავრობა პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია-წარმოების შესახებ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: "საკითხის განხილვა შეჩერებულია. შეჩერება არის შეჩერება, გაწვევა არის გაწვევა".

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"