"მარიხუანას საკითხზე გიორგი კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების" - კვირის პალიტრა

"მარიხუანას საკითხზე გიორგი კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ხისტი პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ მისი პრემიერობისას ამ კანონის მიღება არ მოხდებოდა.

"რუსთავი 2"-თან საუბარში დავით ჭიჭინაძემ ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც მარიხუანას შესახებ იყო საუბარი.

"ამ შეხვედრაზე საუბარი იყო დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციაზე. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია. ის ამას მხარს არ უჭერდა და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება. პრინციპში, კვირიკაშვილი იყო მუხრუჭი ამ კანონების მიღების", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი მირიან წიკლაური კი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო.

"ჩვენ გვქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საუბრები. როგორც თვითონ აღნიშნავდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალური მიმართულებით მისი პოზიცია უარყოფითი იყო", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო