"ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს - მეთქი!" - კვირის პალიტრა

"ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს - მეთქი!"

გასული თვის ბოლოს ევროპარლამენტის საგარეო საკითხების კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესის პირველი ანგარიში წარადგინა. ლატვიელი მომხსენებლის, ანდრის მამიკინსის ანგარიში პოზიტიური ნოტებით გამოირჩეოდა - ევროპარლამენტარმა საქართველოსთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი ოპოზიციის გულისწყრომა გამოიწვია - მათ მამიკინსი საქართველოს მთავრობისადმი ზედმეტ ლოიალურობასა და არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა აქცენტი გაკეთდა მის არაოფიციალურ ვიზიტებზე სირიაში, ასადის რეჟიმთან. კითხვაზე, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი ვიზიტისას მათთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზეც ისაუბრებთ? - მამიკინსმა ასე უპასუხა:

- მე ნამდვილად მქონდა ორი პრივატული ვიზიტი სირიაში 2016-2017 წლებში, და შევხვდი არა მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, არამედ გაეროსა და არაბეთის ლიგის სპეციალურ დესპან სტაფან დე მისტურას, "წითელ ჯვარსა" და სხვა აქტორებს. რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას, მედიასთან ამას პირველად ვამბობ: ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ეს საქართველოს რეგიონებია. ამას სჯობს სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა განავითაროთ-მეთქი. აი, ეს იყო ჩემი გზავნილი სირიის ადმინისტრაციისთვის. ვფიქრობ, ყველა დიპლომატიური არხი უნდა გამოვიყენოთ, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილებად იყვნენ აღიარებული.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად