"იდე­ურ გან­სხვა­ვე­ბებს" ეგე­ნი 3 მი­ლი­ონ დო­ლარს უწო­დე­ბენ" - სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკიცებით,"გირ­ჩი" ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­ა­ფი­ნან­სეს - კვირის პალიტრა

"იდე­ურ გან­სხვა­ვე­ბებს" ეგე­ნი 3 მი­ლი­ონ დო­ლარს უწო­დე­ბენ" - სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკიცებით,"გირ­ჩი" ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­ა­ფი­ნან­სეს

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" რამდენიმე მილიონით ბიძინა ივანიშვილის მითითებით ერთ-ერთმა ბიზნესმენმა დააფინანსა.

"ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია, ფულის გამო კი არა, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი "ნაციონალური მოძრაობიდანო". კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა?

ამის ახსნა, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია - პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ, ივანიშვილის მითითებით, მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი, რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას, სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული "გირჩი" არ მოევლინა.

"იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ, ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში, ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ," - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქზე".