"იდე­ურ გან­სხვა­ვე­ბებს" ეგე­ნი 3 მი­ლი­ონ დო­ლარს უწო­დე­ბენ" - სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკიცებით,"გირ­ჩი" ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­ა­ფი­ნან­სეს
24-09-2018
"იდე­ურ გან­სხვა­ვე­ბებს" ეგე­ნი 3 მი­ლი­ონ დო­ლარს უწო­დე­ბენ" - სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკიცებით,"გირ­ჩი" ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­ა­ფი­ნან­სეს
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩი" რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით ერთ-ერ­თმა ბიზ­ნეს­მენ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

"ზურა ჯა­ფა­რი­ძეს და­უ­გი­ნე­ბია, ფუ­ლის გამო კი არა, სა­ა­კაშ­ვილ­თან იდე­უ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო წა­ვე­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­და­ნო". კაცი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი, ე.ი თა­ვად გან­სა­ზღვრავ­და პო­ლი­ტი­კურ კურსს და ერთხელ ვინ­მეს გა­გი­გი­ათ, რომ ოდეს­მე რა­ი­მე ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეთ­ქვას, ან კენ­ჭისყრა­ზე მა­ინც და­ე­ყე­ნე­ბი­ნა რამე სა­კი­თხი მა­ნამ, სა­ნამ პარ­ტი­ი­დან გას­ვლის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და?

ამის ახ­სნა, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და
ბა­ნა­ლუ­რია - პა­ლი­კო კუბ­ლაშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ხოლო სპონსო­რად და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის წყა­როდ, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, მო­ევ­ლი­ნათ ზეს­ტა­ფო­ნის წი­დის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე არ აძ­ლევ­დნენ წი­ლის გა­ტა­ნის უფ­ლე­ბას, სა­ნამ პო­ლი­ტი­კას კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი "გირ­ჩი" არ მო­ევ­ლი­ნა.

"იდე­ურ გან­სხვა­ვე­ბებს" ეგე­ნი 3 მი­ლი­ონ დო­ლარს უწო­დე­ბენ. ოღონდ, იცო­დეთ, ბი­ჭე­ბო, ივა­ნიშ­ვი­ლი ტყუ­ი­ლად
არა­ფერს იძ­ლე­ვა და ესეც სა­გან­გე­ბოდ დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს და რო­გორც მა­ნა­ფორ­ტის საქ­მე­ზე გახ­და ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, ზუს­ტად ასე­ვე სულ მალე დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტურ­დე­ბა ეს ფაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მერე ძა­ლი­ან შეგრცხვე­ბათ," - წერს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე".
ალექს
26 სექტემბერი 2018 07:43
აკი ნეოკონსერვატიზმიაო ნაციდეოლოგიაო,ორმოცი არ გასულა მაკკეინის და უკვე უღალატეთ !?
სოს
25 სექტემბერი 2018 09:26
რაც სწორია სწორია. პრეზიდენტად ბაქრაძე გავა რადგან მხარს ბიძინა უჭერს.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები