"ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი"
24-09-2018
"ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და  არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი"
ყველაფრის შემძლე ნამდვილად არ ვიქნები, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი. ქვეყანას ადამიანური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი ესაჭიროება, რომელიც თქვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხელვაჩაურის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის პრესსამსახურიადან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი აჭარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.

"მინდა ვიყო ეფექტური, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის ერთად
უნდა ვიმუშაოთ. თქვენ უნდა მომცეთ თქვენი პროგრამა. არჩევნების შემდეგ იწყება ჩვენი ერთობლივი, ნამდვილი საქმე, როცა თქვენ მოხვალთ ჩემთან იმისათვის, რომ გამიზიაროთ რა პრობლემები არსებობს და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის გზებს. მე ვიცი და მჯერა, რომ ბევრი გიფიქრიათ ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ, არსებული პრობლემები ერთად
უნდა გავიაზროთ და გადავჭრათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
ალექს
25 სექტემბერი 2018 06:59
თანამედროვე პრეზიდენტსაც აქვს ვეტოს უფლება,მისი დაძლევა ახალ პარლამენტს ძველთან შედარებით გამარტივებული წესით შეუძლია,რაც კოლექტიური დიქტატურის ნიშანია,სსით არჩეული პარტოკრატია ერის სახელით სარფებლობს და ერის საწინააღმდეგოდ მოქმედებს !
რა ძალა აქვს ერს კობახიძის ფარატინა კონსტიტუციაში ?!
არანაირი !
აი ახალი პრეზიდენტი რომ დასვამდეს საკითხს,რომ თუ ნებისმიერი ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტი პრეზიდენტის სამ ვეტოს დაძლევს ზედიზედ ,მაშინ ყოველი შემდეგის დაძლევას სახალხო აქცეპტი სჭირდება რეფერენდუმით !
ამას კობახიძე არ დაწერს,კომკავშირელია !
არჩილ
25 სექტემბერი 2018 01:26
და საერთოდაც არ ჭირდება საქართველოს პრეზიდენტი. რა საჭიროა ზედმეტი ფულის ყრა? თუ ინგლისს საერთოდ არ ყავს პრეზიდენტი, რა, არ ჯობს საქართველოს? ისედაც დაქსაქსული და გაძვალტყავებული საქართველო რატომ უნდა არჩენდეს პრეზიდენტს და მის 140 კაციან ხროვას.

რედაქტორის რჩევით