ვინ არის მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს
25-09-2018
ვინ არის მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს
სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს.
ამ ჩინოვნიკების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღო გასულ წელს სსიპ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმაც, რომლის წლიური შემოსავალიც 72 950 ლარი იყო.

ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

2018 წლის 20 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის
თანახმად, ნინო ჩიქოვანი ფლობს 16, 54 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის
30%-იან წილს თბილისში, რომელიც 2016 წელს მემკვიდრეობით მიიღო; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთის სატყეო მეურნეობაში; 9,63 კვ.მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბულაჩაურში. მის საკუთრებაშია ასევე: 154 კვ. მეტრის ბინა დედაქალაქში,
რომელიც 2016 წელს 200 000 ლარად აქვს შეძენილი; 41,73 კვ. მეტრის ბინა თბილისში; 45 კვ. მეტრისა და 3 996 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს დედაქალაქში და 113 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს სოფელ ხიმში. გაგრძელება
!!!
26 სექტემბერი 2018 20:16
ვაკვირდები და ვერ გამიგია, ხელფასს შეჰფერის, თუ ხელფასი შეჰფერის.
ალექს
25 სექტემბერი 2018 15:45
ვინ არის და ბიზნეს ომბუცმენთან ერთად იმის მტკიცებულებაა,რომ ბუტაფორიული საბაზრო ეკონომიკა,კაპიტალიზმი და ელემენტარული ბიზნეს გარემო გვაქვს აქა ,ჩინოვნიკია ორივე და ისე წარმოადგენს ბიზნესს,თავისნაირებისაგან იცავს,არ გოუმარჯოს ახლა მისნაირებს ნაცქოცმოქკავშირიდან ? !
მარაზმია კვადრატში !

რედაქტორის რჩევით