კერძო სექტორიდან მთავრობაში - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე?
26-09-2018
კერძო სექტორიდან მთავრობაში - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე?
ნინო ენუქიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის 23 ივლისიდან იკავებს.

მანამდე კი ენუქიძე სს "ენერგო პრო-ჯორჯია" - გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. ასევე მუშაობდა - შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" კონსულტანტად სამართლებრივ საკითხებში; სს "საქორგგაზი" - დირექტორის მოადგილედ და შპს "სოკარ ჯორჯია გაზდისტრიბუშენის" დირექტორის მრჩევლად.

კერძო სექტორში გადასვლამდე კი, ნინო ენუქიძე ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობისა" თუ შემდეგ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული. მათ
შორის, 2008 – 2012 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის; 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 2018 წლის 21 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო ენუქიძე ფლობს, 99,48 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და იმავე მისამართზე მდებარე
36 კვ. მეტრის ავტოფარეხს. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით