"კადილაკი" თქვენ, "ჯი ემ სი" და "შევროლე" ჩვენ" - რა აკავშირებს მორიგ სკანდალურ ჩანაწერთან ბიძინა ივანიშვილის ძმას? - კვირის პალიტრა

"კადილაკი" თქვენ, "ჯი ემ სი" და "შევროლე" ჩვენ" - რა აკავშირებს მორიგ სკანდალურ ჩანაწერთან ბიძინა ივანიშვილის ძმას?

"კურიერმა" გაავრცელა მორიგი ფარული ჩანაწერი, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

ჩანაწერში, იავნიშვილის ძმა ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.

ჩანაწერების მიხედვით, ალექსანდრე ივანიშვილი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, კონკრეტულ სქემას სთავაზობს. ივანიშვილის თქმით, მის გვარის გამო ახალ ბიზნესს საქართველოში ვერ იწყებს და ამის გამო, დაინტერესებულია ძველი ბიზნესის ამოქმედებით და სურს, რომ ძვირადღირებული მანქანების შემოყვანა.

ალექსანდრე ივანიშვილი: "ტორნადო +" იყო ჩემი ფირმა, რომლის 75 % ჩემია, ჩემი ცოლის ძმა და ქვისლი ერთად და შემდეგ არჩილის წინადადება იყო, ხომ არ დავუბრუნდეთ ძველ გზასო, "შევროლეს" მანქანების შემყვანის წინადადება მაქვს. ახლა აგიხსნის ბატონი დავითი, ვისაც შეხება აქვს ამ "შევროლეს" მანქანების შემოყვანის საკითხთან, აი, გვარი გამოვიყენე მხოლოდ იმისთვის, რომ შეგხვედროდი. აი, მოგიყვებიან ახლა ჩვენი ბიჭები სად ვართ ჩვენ და... რუსები იყვნენ სხვათა შორის ჩამოსული და თემა რომ განვიხილეთ, გაცილებით ძვირია იქიდან შემოყვანილი მანქანები, ვიდრე პირდაპირ დუბაიზე მიბმა და რა ვიცი, მოვნახოთ საერთო ენა.

ზაზა ოქუაშვილი: მე არ ვიცოდი.

ალექსანდრე ივანიშვილი: არაფერი, აქ არის უბრალოდ ჩვენი გაცნობის თემა, მე უბრალოდ გიდი ვარ და თანამონაწილე ვარ მათი, ახალ ბიზნესს მე ვერ ვიწყებ, ჩემი გვარიდან გამომდინარე, რომელიც გარდამეცვალა, იმ დისშვილზე მქონდა გაფორმებული, ჩემი სახელი და გვარი რომ არ ყოფილიყო, ეხლა ვინაიდან მშენებლობა დავიწყე, ისევ გადმოვიფორმე, ეხლა გაჩერებულია მშენებლობა.

ჩანაწერის მეორე ნაწილში ახალი ფიგურანტი - დავით შემოდის, რომელიც ზაზა ოქუაშვილს კონკრეტულ სქემას სთავაზობს, რომელიც ბიზნესის გაყოფას ეხება.

დავითი: ჩვენ, სიმართლე გითხრათ, სამივე ბრენდის აღება გვინდოდა. ჯენერალ მოტორსში შედის ასევე "ჯიემსის" ბრენდიც. "ჯიემსი" გვინდოდა უფრო და "შევროლე". მერე რომ წავიდა განხილვები, მაღალი დონის მენეჯმენტთან, შეიქმნა რეგიონული მომენტის პრობლემა. გვითხრეს რუსეთიდან, რომ აი, ჩვენ გვინდა ჩამოსვლა, ჩვენც გვყავს კანდიდატიო, მაგათ უნდოდათ აერიდებინათ რა ჩვენი თავი, ეს არა მარტო ფინანსური მომენტია, ჩვენ გვინდოდა "ჯენერალ მოტორსთან" გვინდოდა გავლა, ამაში ამერიკის საელჩოც არის ჩართული, ჩვენი საელჩო ამერიკაში, ძაან დიდი პროექტი გვქონდა გაკეთებული და. პრაქტიკულად. ჩაიშალა ეს პროექტი იმ ადამიანის გამო, რომელმაც თქვა, რომ არა, მაინც და მაინც მე უნდა ვიყო ამ რეგიონის მმართველი.

ალექსანდრე ივანიშვილი: რუსეთის სახელი ხართ თქვენ, დუბაის სახელით არიან ესენი. ვინც თანამშრომლობას შეჯერდნენ.

მივიღოთ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც უკეთესი იქნება, თუ მაინც და მაინც გინდათ რუსეთიდან, არც მაგაზე მექნება პრეტენზია, გააგრძელეთ მაგრამ...

ზაზა ოქუაშვილი: ჩვენ ნამდვილად გვპირდებიან ამერიკულს, მაგრამ რუსეთის გავლით.

დავითი: სათავისოდ უნდა რომ წაიღონ.

ზაზა ოქუაშვილი: ვისა? რუსეთს.

ალექსანდრე ივანიშვილი: გასაღების ბაზარი უნდათ. მე გამიხმო მერე ერთმა რუსმა და მითხრა, არ გაერიო, ეს ისეთი შარიანი ბიზნესიაო, თავი დაანებეო.. მე ვუთხარი ამას მე გადავწყვიტავ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, აღარ შეგაწუხებთ, ბატონო ზაზა.

დავითი: "კადილაკი" თქვენ, "ჯი ემ სი" და "შევროლეს" ჩვენ.

ალექსანდრე ივანიშვილი: თუ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საინტერესოდ გადაწყდება ეს საკითხი.

ზაზა ოქუაშვილი: ის არ გამოვა, ხო? "კადილაკი" რუსეთიდან იყოს და "ჯიემჯი", ვთქვათ იქიდან?

ალექსანდრე ივანიშვილი: მოითხოვენ ერთად ამერიკელები ამას.