"პუტინს, ალბათ, ღამე კოშმარებში ეღვიძება იმაზე ფიქრში გათანგულს, ვინ უნდა ჩაიბაროს მისი მემკვიდრეობა" - კვირის პალიტრა

"პუტინს, ალბათ, ღამე კოშმარებში ეღვიძება იმაზე ფიქრში გათანგულს, ვინ უნდა ჩაიბაროს მისი მემკვიდრეობა"

ეძებს თუ არა პუტინი მემკვიდრეს? - სხვა არაერთ საინტერესო თემასთან ერთად, ამ საკითხზეც ესაუბრა გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ცნობილ რუს მკვლევარს, პროფესორ ლილია შევცოვას. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენს ბოლო ინტერვიუში, პუტინი ნერონს შეადარეთ. რომაელი იმპერატორები, როგორც წესი, სანამ გადადგებოდნენ, მემკვიდრეს ირჩევდნენ, ან თვითონ ან ვინმეს დახმარებით გამოეთხოვებოდნენ სიცოცხლეს. პუტინი მემკვიდრის არჩევას გაურბის. რატომ?

- პუტინს, ალბათ, ღამე კოშმარებში ეღვიძება იმაზე ფიქრში გათანგულს, თუ ვის უნდა ანდოს ის, რისთვისაც ამდენი იწვალა, ვინ უნდა ჩაიბაროს მისი მემკვიდრეობა. იმავდროულად, თითსაც ვერავისკენ გაიშვერს, რადგან როგორც კი ამას იზამს, კორუმპირებული ელიტა მას მიაგდებს და მომავალ იმპერატორს შემოეხვევა გარს.

ლილია შევცოვა

- ანუ მემკვიდრეს არ დაასახელებს, სანამ უკიდურესად არ დასუსტდება...

- ან სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ მემკვიდრე ყველაფერს დაუჯერებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მეორე მედვედევი აღარ გამოადგება და აი, რატომ - მედვედევი დროებითი ზომა იყო, რუსეთის ახალ პრეზიდენტს კი ძალაუფლების გასამყარებლად წარსულის დანგრევა და ახალი მმართველობის სამსხვერპლოზე მიტანა მოუწევს, როგორც ამას ადრე რუსი იმპერატორები აკეთებდნენ.

- ათწლეულებია ლაპარაკია ახალ რუსეთზე, რომელიც თავის სიტყვას იტყვის - ეს ის რუსეთია, რომლის ხალხი არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ჰყავს, ისინი უკეთეს მთავრობას იმსახურებენ და, ადრე თუ გვიან, სწორედ ეს ხალხი გაუძღვება რუსეთს. მე ვიცი, რომ თქვენ ამის გჯერათ, მაგრამ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი? - პასუხი არა გვაქვს, მაგრამ იმავდროულად, მიუხედავად ჩემი სკეპტიციზმისა, როდესაც ვუყურებ ახალ თაობას, ახალგაზრდობას, მინდა მჯეროდეს, რომ სწორედ ეს ხალხი, ის 68%, რომელსაც დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს, გახდება ის ნიადაგი, რომელზეც ახალი რუსეთი აღმოცენდება. პრობლემა ის არის, რომ პირველად რუსეთის ისტორიაში ელიტა, რომელიც, როგორც წესი, ცვლილებების მომტანი ძალაა, დღეს ცინიზმის მეტს არაფერს გვაძლევს. ასე რომ, ახალი რუსეთისთვის ჯერ რუსი ელიტა არ არის მზად.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ვაჟა თავბერიძე