გრიგორი კარასინი: "გულს გვიტეხს დაუსაბუთებელი კრიტიკა, რომელიც საქართველოდან ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის"
01-10-2018
გრიგორი კარასინი: "გულს გვიტეხს დაუსაბუთებელი კრიტიკა, რომელიც საქართველოდან ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განუცხადა.

"იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ჩვენ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება გვსურს, არაერთი საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა პოლიტიკური შემადგენელი კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ჩვენ ვეცნობით ქართული მხარის განცხადებებს და ვხედავთ, რომ ის რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი. გულს გვიტეხს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კრიტიკა,
რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის", - განაცხადა კარასინმა.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით