"ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა" - ივანიშვილი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილს ერთხელ მართლაც შეხვდა - კვირის პალიტრა

"ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა" - ივანიშვილი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილს ერთხელ მართლაც შეხვდა

ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილს ერთხელ მართლაც შეხვდა.

"შევხვდი და დავეხმარეთ, როგორც ყველა ბიზნესს - ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს, გამოიტანოს და გვაჩვენოს" - განაცხადა მან. ივანიშვილმა ოქუაშვილის განცხადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა, თავად ოქუაშვილს კი - „ჩანაწერების ოსტატი“.

„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "სუფრაზე, ჭიქაში ჩამიგდო ახალი "მერსედესის" გასაღები" - როგორი სუფრის წევრია ბიძინა ივანიშვილი?