"თადუმაძემ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა, მაგრამ... - შალვა თადუმაძე ოთარ ფარცხალაძესთან დამარცხდა?! - კვირის პალიტრა

"თადუმაძემ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა, მაგრამ... - შალვა თადუმაძე ოთარ ფარცხალაძესთან დამარცხდა?!

ჩვენ ვწერდით, რომ მთავარ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის მეშვეობით და შალვა თადუმაძე, ფაქტობრივად, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. თადუმაძე შეეცადა, ფარცხალაძის გავლენები "ჩაეხსნა" პროკურატურიდან და დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა. თუმცა ბოლო ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ძვრა არ არის და არც პირი უჩანს, რომ ეს უწყება რეალურად მთავარმა პროკურორმა მართოს და არა "რუხმა კარდინალმა" ფარცხალაძემ. შესაბამისად, დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული რეორგანიზაცია დიდი ალბათობით მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

ლია მუხაშავრია იურისტი: - როდესაც არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ ფარცხალაძე, რომელიც არ არის ფაქტობრივი პროკურორი, ოფიციალური პირი და ის აღასრულებს ქვეყანაში"მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც. ასეთ ვითარებაში, როდესაც მმართველობა არაფორმალურია, ქვეყანა ძალიან სწრაფად იძირება ჭაობში. უკვე ვხედავთ, როგორ ხრწნის ეს ქვეყანას, როგორც ინსტიტუტს, შიგნით ასეთი პროცესებია და ხელისუფლებას მისი შეჩერება აზრადაც არ მოსდის. ეს უპირველესად მას გადაიყოლებს...

მართლმსაჯულება პარალიზებულია - წარმოიდგინეთ, პროკურატურამ, რომელსაც აკონტროლებს ფარცხალაძე, უნდა გამოიძიოს საქმეები, რომლებშიც ფარცხალაძე ფიგურირებს... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ფარცხალაძე აღასრულებს ქვეყანაში მართლმსაჯულებას - არის ჯალათიც, განმსჯელიც, არის სასჯელის შემფარდებელიც და მისი აღმასრულებელიც"