საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებული არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის" ბრალდებით დააკავეს.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?