"ზოგი ეპიზოდი ზაზა ოქუაშვილმა და მე ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ის თვლიდა, რომ მაკლდა დამაჯერებლობა, მიწუნებდა არტისტიზმს"
"ზოგი ეპიზოდი ზაზა ოქუაშვილმა და მე ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ის თვლიდა, რომ მაკლდა დამაჯერებლობა, მიწუნებდა არტისტიზმს"
"ზოგი ეპიზოდი ზაზა ოქუაშვილმა და მე ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმშია საუბარი.

ლევან ყიფიანი გამოკითხვისას დეტალურად იხსენებს იმას, თუ როგორ მოხდა სატელეფონო აუდიოჩანაწერების გაკეთება. ამასთან, ლევან ყიფიანი იმ პერიოდზეც საუბრობს, თუ როგორ დაუკავშირდა ზაზა ოქუაშვილი მას და როგორ სთხოვდა სახელმწიფო ორგანოების წინაშე შუამდგომლობა,
რომ მომხდარიყო "ომეგა ჯგუფის" დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

"ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯ
ამში 50 მილიონს შეადგენდა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწილვადებას, თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას.

როგორც აღვნიშნე, შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა, რადგან ბიზნესს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი. ასეც დავშორდით.

რამდენიმე დღეში ოქუაშვილი კვლავ დამიკავშირდა და შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ქარხნის 10 პროცენტზე), მე უნდა დავხმარებოდი მას გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში.

სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს. სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ,"-აცხადებს ლევან ყიფიანი.

როგორც გამოკითხვის ოქმში ის ყვება, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მას არწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. "სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც, შევცდი და დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია," - ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.

ყიფიანის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილთან ერთად ჩანაწერების ინსცენირებაში "თბილისის თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილიც იყო ჩართული. ამასთან, ყიფიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რამდენად რეალურია იმ ჩანაწერებში მოყვანილი ფაქტები, რომლის სავარაუდო მონაწილეები ზაზა ოქუაშვილთან ერთად ირაკლი ჩუბინიშვილი, ალექსი ანდრიაძე და ვანო ჩხარტიშვილი არიან.

"ჩემთვის უცნობია რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად. კერძოდ, ბიზნეს იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა. იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე. ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა გვეწარმოებინა, ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა, ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში", - აღნიშნავს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

ამასთან სპორტის ყოფილი მინისტრის ჩვენების მიხედვით პროექტის მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი და ზაზა ოქუაშვილი ბიზნესში 20-20%-ით შედიოდნენ და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

"ამ საკითხზე მე და ზაზა მეორედაც შევხვდით ბიძინა ივანიშვილს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მას მოეწონა იდეა და გამოთქვა მზაობა, რომ საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა ამ პროექტს. დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი", - აღნიშნავს ყიფიანი და აქვე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ ორი შეხვედრა შედგა, რომელთაგან მხოლოდ ერთს დაესწრო გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის სტატუსით.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები