"ფული არის, უბრალოდ, მიმართული არ არის იმ სოციალური პრიორიტეტების დასაფინანსებლად, რაც ასე მწვავედ დგას ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ფული არის, უბრალოდ, მიმართული არ არის იმ სოციალური პრიორიტეტების დასაფინანსებლად, რაც ასე მწვავედ დგას ქვეყანაში"

ფული არის, უბრალოდ არ არის მიმართული იმ სოციალური პრიორიტეტების დასაფინანსებლად, რაც ასე მწვავედ დგას დღეს ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი არის ფიქტიური ბიუჯეტი.

"მთავარია, რომ კვლავ გაბერილია სახელმწიფო ბიუროკრატია, იზრდები ჩინოვნიკების მიერ გასაწევი ხარჯები. იტყუებიან როდესაც ამბობენ, რომ კლებულობს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. პირიქით, უამრავი ადამიანი შტატგარეშე გადაიყვანეს. ოღონდ ეს არ ჩანს და გადაყვანილია როგორც სხვა ხარჯები. ლარის კურსი არის 2.63 სამომავლოდ გათვალისწინებული და სინამდვილეში დღესაა ეს კურსი. ეს ვერ უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას.

რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ფიქტიური ბიუჯეტი, როდესაც ამბობენ, რომ სადღაც 300 მილიონამდე თანხით იზრდებაო. სინამდვილეში გადამალული აქვთ თანხა. 18 მილიონი ლარია საჭირო პირველი და მეორე კატეგორიის შშმ პირთა პენსიის მოსამატებლად, მათ იმის გამო არ უმატებენ პენსიას, რომ თანხა არ გვაქვსო.

დეკემბერში გამოაჩენენ ფულს და ვინც ყველაზე მეტს "იჩალიჩებს“, იმას მისცემენ.

ფული არის, უბრალოდ არ არის მიმართული იმ სოციალური პრიორიტეტების დასაფინანსებლად, რაც ასე მწვავედ დგას დღეს ქვეყნის წინაშე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.