"სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული, რას აკეთებს მისი 4-ათასი თანამშრომელი?"
"სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული, რას აკეთებს მისი 4-ათასი თანამშრომელი?"
"ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული - რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი, გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დასდევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ბარამიძე დაინტერსდა, თუ რა მიზანს ემსახურება 2019 წლისათვის სუს-ის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლა პროფესიონალი, რომელთაც
შეუძლიათ რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელია და ამ ხნის განმავლობაში სუს-ს ოკუპირებულ ქვეყანაში ერთი ჯაშუში არ ჰყავს გაუვნებელყოფილი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და რა უნდა თქვას საქართველოს მთავრობამ, რომ ასეთ ქვეყანაში ერთი ჯაშუშიც არ ფუნციონირებს?!
რას აკეთებს სუ-ის 4-ათასი თანამშრომელი? ვიცით რასაც აკეთებს - დასდევენ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყველა სხვანაირად მოაზროვნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს გააკრიტიკებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები