„ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად” - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად”

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად რადიკალური ზომებია მისაღები. ისმის კითხვა, თუ ეს ვერ მოხერხდა, საით შეიძლება წავიდეს ქვეყანა? - რაზეც ძაბირაძე ასე პასუხობს:

"იმის გამო, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით თითქმის არავინ სარგებლობს, იქმნება ძალიან მძიმე ვითარება. პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს. ხელისუფლებას რჩება ერთი გზა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თან, რაც შეიძლება სწრაფად.

ხელისუფლებამ უნდა გადაახალისოს თავისი შემადგენლობა, როგორც საპარლამენტო, ისე - სამთავრობო. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს და ვერც საზოგადოება მოახერხებს კონსოლიდაციის ბირთვის შექმნას, ვშიშობ, ქაოსური პროტესტისა და ახალი სამოქალაქო დაპირისპირების მოწმენი არ გავხდეთ".

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად