რა ქონებას ფლობს გენინსპექციის უფროსი, რომლის სახელიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს გენინსპექციის უფროსი, რომლის სახელიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს

ფარული ჩანაწერების გავრცელების სერია გრძელდება. ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გუშინ ახალი აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც კვლავ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის საუბარია ჩაწერილი.

სწორედ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიჟღერა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სახელმა, რომელიც გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსია. ჩანაწერში სუბელიანი დეპუტატს მოუწოდებს, რომ ხოჯევანიშვილის ქონება ნახოს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 27 თებერვალს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ნოემბრის პერიოდში - 68 702,85 ლარი; ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე წინა წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 494,55 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქონებას, გენინსპექციის უფროსი ფლობს 100 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბახმაროში; 292 კვადრატული მეტრისა და 909 კვ. მეტრი ფართობის ორ მიწის ნაკვეთს წავკისში; 104,3 კვ. მეტრის ბინას; 18 კვ.მეტრის ავტოფარეხს და 985 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: 754 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2017 წელს 144 538 ლარად აქვს ნაყიდი. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 707კვ. მეტრი შეძენილია კერძო პირისგან, ხოლო 47კვ. მეტრი აუქციონის წესით. ამჟამად, რეგისტრირებულია რეესტრში ერთ ნაკვეთათ, შესაბამისად დაფიქსირებულია ჯამური თანხა. გაგრძელება