"მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან..." - კვირის პალიტრა

"მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან..."

მთაწმინდა არის ისტორიული უბანი, სადაც აქეთ ახლოს გამოცხადდა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე გვაერთიანებს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტიც იქნება.

"გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა, სადაც გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. ბუნებრივია, რომ ეს სრულდება აქ, თბილისში და თბილისის 10 რაიონის შემოვლას ვიწყებ აქედან, ჩემს სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისში შეხვედრები დამეწყო. მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი. ეს არის ისტორიული უბანი, სადაც აქეთ ახლოს გამოცხადდა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე გვაერთიანებს. ეს არის ის დამოუკიდებლობა, რომელსაც მე დავიცავ. ეს მევალება კონსტიტუციით, მაგრამ რომც არ მევალებოდეს, ეს არის ჩემი შინაგანი ვალი იმ ხალხის მიმართ, ვინც აქამდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო