"მინდა, ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი" - კვირის პალიტრა

"მინდა, ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი"

მე მინდა ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყანაზე მზრუნველი, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის ახალგაზრდების პრეზიდენტი იქნება.

"ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ბავშვებს ვხედავ აქ. მათთვის ვამზადებთ საქართველოს. მე კარგად ვიცი რაზე ვლაპარაკობ, თქვენსავით დედა ვარ. მე მინდა ვიყო იმ ქვეყნის დედა, იმ ქვეყანაზე მზრუნველი, იმ ქვეყნის მფარველი, რომელსაც ექნება ძალიან ძლიერი მომავალი. ქვეყანა, საიდანაც აღარ მოინდომებთ წასვლას. კი ბატონო, იმოგზაურეთ, მე მოგზაურობის პირველი დიდი მეხოტბე ვარ. წადით და იმოგზაურეთ, წადით და ისწავლეთ, მაგრამ უნდა დაბრუნდეთ და ეს ქვეყანა ახალგაზრდებმა უნდა ააშენოთ. მე უნდა ვიყო თქვენი, ახალგაზრდების პრეზიდენტი, რომელიც იქნება თქვენს გვერდში როგორც მომავლის პრეზიდენტი და არა წარსულის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

იხილეთ ასევე: "მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან..."

იხილეთ ვიდეო