სალომე ზურაბიშვილი: "რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მარიხუანაზე... "გირჩი" თუ "გირჩა" გამოდიოდა თავის ინიციატივებით" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი: "რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მარიხუანაზე... "გირჩი" თუ "გირჩა" გამოდიოდა თავის ინიციატივებით"

რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მარიხუანაზე, დღეს მოდურია იმ ფონზე, რომ "გირჩი" თუ "გირჩა" გამოდიოდა თავის ინიციატივებით, სრულიად მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საჭიროა მარიხუანასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს.

"მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნარკოტიკებზე, მარიხუანაზე. ძალიან მოდურია დღეს, იმ ფონზე რომ "გირჩი" თუ "გირჩა" გამოდიოდა თავის ინიციატივებით. ორო ნაწილი აქვს ამას. სრულიად მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის, რადგან გავლილი მაქვს ის პერიოდი, როცა წამდაუწუმ სვავდნენ ციხეში სხვადასხვა მიზეზებით და ამით არასოდეს არავინ გამოსწორებულა სერიოზულად და ბოლომდე. ეს არ არის სწორი საზოგადოებრივი მიდგომა ცივილურ ქვეყანაში და თანამედროვე ევროპული ქვეყნისთვის. ესაა ერთი მხარე, მეორე მხარეა რამდენად შეგვიძლია ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები იმ მიმართულებით, რაც დღეს ევროპის ზოგ ქვეყანაშია, მე მგონი ამისთვის მზად არ ვართ. მე მგონი ამ ქვეყანაში სანამ არ იქნება დასაქმებული ახალგაზრდობა, ახალგაზრდობა, რომელსაც სწორი ხედვა ექნება თავისი პერსპექტივის და რომელიც არ დაიწყებს ძებნას ან საზღვარგარეთ ან ნარკოტიკებში თავის საშველის, მანამდე ძალიან ადრეა, რომ ჩვენ რამე გადაწყვეტილება მივიღოთ ამ კუთხით", - განაცხადა სალმე ზურაბიშვილმა.

მან ექიმებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინიც უნდა იდგნენ საინფორმაციო კამპანიის სათავეში, იმისთვის, რომ ახალგაზრდობას აუხსნან საფრთხეებზე.